დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის შეხვედრები ძველი განცხადებებით
2013/05/15 11:31:24

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ სენატორს მარკო რუბიოს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში  მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 მხარეებმა ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და დემოკრატიული პროცესების გაგრძელების ააუცილებლობაზე გაამახვილეს. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ახალი ხელისუფლების პირობებში, მისი თქმით, ეს ტენდენცია და არჩეული კურსი კვლავაც უნდა შენარჩუნდეს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის როლი როგორც რეგიონში, ისე საქართველოში.

ამერიკელი სენატორი ISAF-ის პროგრამაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მნიშვნელობას შეეხო და განაცხადა, რომ, ამ თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები სათანადოდ აფასებს საქართველოს თანადგომასა და წვლილს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები სენატორებსა და კონგრესმენებთან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია