დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საინტერესო კითხვები დახურულ კარს მიღმა დაისვა
2013/05/14 15:04:24

საქართველოს პარლამენტში საფრანგეთის ელჩის ვიზიტი შედგა

საქართველოს პარლამენტში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა საფრანგეთის ელჩსა და საგარეო კომიტეტის წევრებს შორის. შეხვედრა, ტრადიციულად, დახურულ კარს მიღმა გაიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსიმ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა.

„ძირითადად, ვისაუბრეთ საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობაზე, რომელიც საკმაოდ მრავალმხრივია. ჩვენ შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკური  და კულტურული ურთიერთობები. ერთ-ერთი ჩემი მესიჯი იყო, რომ გაიზარდოს საქართველოში ინტერესი ფრანგული ენის მიმართ და უფრო გაძლიერდეს საგანმანათლებლო საქმიანობა ამ კუთხით. მე კანონმდებლებს ვთხოვე, იმუშაონ კანონპროექტზე, რომელიც მთავრობას შეთავაზებს, სკოლებში ისწავლებოდეს ერთზე მეტი ენა, ანუ ფრანგულიც ისწავლებოდეს სხვა ენასთან ერთად.“ - აღნიშნა სალენსიმ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის თქმით კი, ფრანგული ენის საკითხის განხილვის გარდა, ბევრ სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრეს. მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობები საფრანგეთთან, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„ასევე განვიხილეთ ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების საკითხი. იყო ბევრი საინტერესო კითხვა, რომელიც ელჩს დაუსვეს პარლამენტის წევრებმა და აპარატის წარმომადგენლებმა. კითხვები ეხებოდა კონკრეტულ საკითხებს: თანამშრომლობას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. რადგან, ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში შევეხეთ ქუთაისის თანამშრომლობას საფრანგეთის ქალაქებთან. ამ მხრივ საინტერესო გეგმები გვაქვს. იყო საუბარი იუნესკოზეც, შევეხეთ ბაგრატის ტაძრის პრობლემებს.“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.

თედო ჯაფარიძის თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს და კომიტეტი ძალიან საინტერესო მაღალი რანგის სტუმრებს მოიწვევს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია