დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
FAO მოსახლეობას მწერების ჭამას ურჩევს
2013/05/14 13:43:47

დედამიწის მოსახლეობამ საკვებ დანამატებად მწერები უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რაც შესაძლოა, საკვების მოპოვება-გადამუშავებაში წარმოიქმნას, ამის შესახებ  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევაშია ნათქვამი.

„ჭამეთ მეტი მწერი, პროტეინების, კალცის, რკინის, თუთიისა  და მინერალების მდიდარი წყარო”, - აღნიშნულია FAO-ს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის ევა ურსულა მიულერის მოხსენებაში.

როგორც „ფრანს-პრესი” იუწყება, ექსპერტი აცხადებს, რომ უფრო იაფია მწერი გამოიკვებოს კარგად და ის მიიღოს ადამიანმა საკვებად ან საკვებ დანამატად, ვიდრე მილიონები დაიხარჯოს ამა თუ იმ პროდუქტის დასამუშავებლად.

„ერთი კილოგრამი საკვებად ვარგისი მწერის გამოსაყვანად საჭიროა ორი კილოგრამი საკვები საშუალება, მაშინ, როდესაც ერთი კილოგრამი გავიადინის დასამზადებლად 8 კილოგრამი კორმაა საჭირო”-, აღნიშნავს ექსპერტი.

FAO-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკით, მსოფლიოში დაახლოებით 1,9 ათასი სახეობის მწერია გამოყენებული საჭმელად. მათ შორის, ყველაზე დიდი ხვედრითი წილი უკავია ხოჭოებს, 18 პროცენტი –ჭიაყელებს, 14 პროცენტი –კრაზანებს, 13 პროცენტი - კალიებს, ჭრიჭინებსა და სარანჩებს.

მწერებისგან დამზადებული სადილი პოპულარულია აფრიკაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში.

FAO-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა  რამდენიმე მილიარდით გაიზრდება. ორგანიზაცია აფრთხილებს წამყვანი ქვეყნების მთავრობებს, რომ მოსახლეობის საკვებით დაკმაყოფილებას შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს წყლის რესურსების ამოწურვა, ასევე ტყის მასივების განადგურება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია