დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანჯელინა ჯოლიმ მკერდი მოიკვეთა
2013/05/14 13:02:05

პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ, ძუძუს კიბოს თავიდან აცილების მიზნით, ოპერაცია გაიკეთა და სარძევე ჯირკვლები ამოიღო. ამის შესახებ მსახიობმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განცხადებით, ექიმები მას მკერდისა და საკვერცხეების კიბოს უწინასწარმეტყველებდნენ. ჯოლიმ თავი დაიზღვია და  პრევენციის მიზნით, ორმაგი მასტეკტომია გაიკეთა. ექიმების განცხადებით, ჯოლისთვის მკერდის კიბოს რისკი 87 პროცენტიდან 5 პროცენტამდე შემცირდა.

მოკვეთილი მკერდის ადგილას მსახიობს იმპლანტები ჩაუდგეს. ჯოლი გაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქირურგიული ჩარევის კვალი პრაქტიკულად არ ჩანს.

როგორც გამოცემა იუწყება, ანჯელინა ჯოლის დედა 56 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ოპერაცია ჯოლიმ სწორედ ამიტომ გარისკა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია