დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა
2013/05/13 18:21:42

დღეს საქართველოს პარლამენტს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი  სტუმრობდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საუბარი ევროკავშირ-საქართველოს შორის მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტროვმა მედიისთვის კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, დეპუტატებთან შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.

„ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრებს ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით, პროცესები პოზიტიურად ვითარდება. ვიტოვებ იმედს, რომ საქართველო გაიზიარებს ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და მოახერხებს ევროპასთან ინტეგრაციას,“ - განაცხადა დიმიტროვმა.

შეხვედრა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ.

„ძალიან შინაარსიანი შედხვედრა შედგა, მათ შორის ასოცირების შესახებ ხელმოწერის შეთანხმებაზეც, რომელიც ვილნიუსში იგეგმება. თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზის ლიბერალიზაციაზეც ვისაუბრეთ. აღინიშნა ის, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. ელჩმა ბულგარეთისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების გამოცდილებაც გაგვიზიარა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პრაქტიკა დაინერგა საქართველოს ახალ პარლამენტში, როდესაც ელჩები მობრძანდებიან და ერთგვარი აზრთა გაცვლა მიმდინარეობს. ეს არ არის მხოლოდ ფორმალური შეხვედრა კამერების წინ. ასე რომ, ასეთი შეხვედრები უნდა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ელჩის ვიზიტია დაგეგმილი. ამჯერად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რენო სალენსს შეხვდებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია