დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრიტანეთში ევროსკეპტიკოსთა რიცხვი იზრდება
2013/05/13 16:01:15

ბრიტანეთის სამეფოს მთავრობაში იზრდება ევროსკეპტიკოსთა რიცხვი. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, რომ, თუკი რეფერენდუმი ჩატარდებოდა,  ხმას  გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლას მისცემდა.

„ევრონიუსის“ ცნობით, ანალოგიური განცხადება გააკეთა ბრიტანეთის განათლების მინისტრმა მაიკლ გოუვმა. ორივე მინისტრი აღნიშნავს, რომ  „დიდ ევროპას“ რეფორმების გასატარებლად შანსი უნდა მიეცეს. ამ განცხადებაში ბრიტანელი პოლიტიკოსები გულისხმობენ იმას, რომ ზოგიერთი უფლება ბრიუსელმა ეროვნულ მთავრობებს უნდა დაუბრუნოს.

ამ კვირაში ბრიტანეთის თემთა პალატაში კენჭს უყრიან საკითხს – გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერუნი რეფერენდუმს  2017 წლამდე გეგმავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია