დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსეთის მთავარმა სანიტარმა ქართული კონიაკი დაბლოკა
2013/05/13 14:48:20

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა უარი თქვა 5 ტიპის კონიაკზე, რომლის შეტანასაც რუსეთის სამომხმარებლო ბაზარზე კომპანია „ძმები ასკანელები“ გეგმავდა.

„ამ სასმელს კონიაკს არც კი დაარქმევ. მე მას წარსულიდან ზარს ვუწოდებდი,“ – აღნიშნა „ინტერფაქსთან“ საუბარში რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ.

ამ განცხადების მიუხედავად,  სამსახურმა კომპანია „ძმები ასკანელების“ 9 სახეობის ღვინო დადებითად შეაფასა.

„თუკი ისინი ღვინის 9 სახეობაში გავიდნენ, კონიაკში პირიქით, სრულად დაიბლოკნენ. ის, რაც მათ ჩვენ წარმოგვიდგინეს, საკონიაკე სპირტსაც კი არ შეიცავს,“ – აცხადებს ონიშჩენკო.

ონიშჩენკოს თქმით, ამ ეტაპზე ქართველი მეწარმეები რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანას ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის პრობლემების გამო ვერ ახარხებენ, – ნათქვამია „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია