დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დუმის დეპუტატი რუსეთში დოლარის აკრძალვის ინიციატივით გამოდის
2013/05/13 14:12:35

რუსეთის დუმის დეპუტატი ფრაქცია ლიბერალ-დემოკრატებიდან (ЛДПР) მიხაილ დეგტიარევი რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული ვალუტის - დოლარის მიმოქცევისა და დოლარში საბანკო დანაზოგების წინააღმდეგ გამოდის.

დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება, დოლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი დაცემის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ფინანსური კრიზისისგან დაიცავს.

როგორც  გაზეთი „იზვესტია“ იუწყება,  დეგტიარევი ანალოგიურ შეზღუდვას არ მოითხოვს სხვა უცხოულ ვალუტებზე, როგორიცაა: ევრო, ფუნტი სტერლინგ, იენი, იუანი და სხვა.

„თუკი ამერიკის სახელმწიფო ვალი გაიზრდება, დოლარის მიმოქცევის სისტემის კრახი მოსალოდნელია 2017 წლისთვის. განსაკუთრებით კი, ის ქვეყნები დაზარალდებიან, ვინც თავის დროზე არ გათავისუფლდნენ დოლარზე დამოკიდებულებისგან,“ – აცხადებს დეგტიარევი.

მისივე განმარტებით, თუკი კანონპროექტი კანონის სახეს არ მიიღებს, უახლოეს წლებში დოლარებში დანაზოგზე ორიენტირებული მოსახლეობა ისეთივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, როგორიც 90-იან წლებში, „ფინანსური პირამიდის“ პირობებში იყო. როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეროვნული ვალუტის – რუბლის პრესტიჟს გაამყარებს და რუბლის  ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულებას შეამცირებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია