დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკა სახელმწიფო ვალის მოცულობას ამცირებს
2013/05/13 14:40:54

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ვალის 35 მილიარდი დოლარით შემცირებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა უწყებამ სახელმწიფო ხარჯების შემცირების შედეგად, შემოსავლების გაზრდის მიზნით მიიღო.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ში სახელმწიფო ვალის შემცირება ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად ხდება. მათივე ინფორმაციით, დღეისათვის აშშ-ის სახელმწიფო ვალის მთლიანი მცულობა 17 ტრილიონ დოლარს უტოლდება.

სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო. კერძოდ, მიმდინარე წლის თებერვალში ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ამერიკის ხელისუფლებას 2013 წლს 19 მაისამდე სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი მაქსიმუმ 16,4 ტრილიონ დოლარამდე უნდა გაეზრდა. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა დეფოლტისგან დაიცავს თავს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია