დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი პარლამენტში
2013/05/02 17:18:17

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, დევიდ მორანი იმყოფებოდა. ელჩი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

ვიზიტის დასრულების შემდეგ მორანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობასა და საქართველოში მოღვაწე პოლიტიკური პარტიების ურთიერთობებზე იყო.

„ჩვენ მივესალმებით დემოკრატიულ არჩევნებს და მთავრობების შეცვლას, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით არ მისაუბრია. ზოგადად, ვისაუბრეთ პოლიტიკური პარტიების ურთიერთობებზე, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს სტაბილურობისთვის,“- განახადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა დევიდ მორანმა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აღნიშნული შეხვედრით კმაყოფილი დარჩა.

„დიდი ბრიტანეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. ამ ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ელჩმა ისაუბრა არამარტო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, არამედ  ძალიან ვრცლად და საინტერესოდ შეეხო სამომავლო პერსპექტივებსაც. შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ არამარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია