დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უმცირესობამ ელჩობის ხუთ კანდიდატს მოუსმინა
2013/04/30 18:01:05

საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის წარმომადგენლები ხუთ ქვეყანაში წარსადგენ ელჩობის კანდიდატებს ორი საათის განმავლობაში უსმენდნენ. საუბარია  თურქეთში, აზერბაიჯანში, ლიტვაში, ყაზახეთსა და ევროპის საბჭოში დასანიშნ ელჩობის კანდიდატებზე.

უმცირესობის კითხვები ძრითადად ელჩების კანდიდატებისთვის, წარდგენილ ქვეყნებში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებს შეეხებოდა. თურქეთში წარსაგზავნი ელჩობის კანდიდატის, ირაკლი კოპლატაძის თქმით, თურქეთი საქართველოსთვის ისედაც პრიორიტეტული ქვეყანაა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კი ის გაამახვილებს  ნატოსთან თანამშრომლობაზე, ენერგო პროექტებზე, რკინიგსის მშენებლობასა და თურქეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე.

ლიტვის ელჩობის კანდიდატის ხათუნა ბასილაძის თქმით, საქართველოსთვის ლიტვა ერთ-ერთი მნიშნელოვანი პარტნიორია. მისი განცხადებით,  ეს ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო არენაზა და შესაბამისად, მისი მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია.

უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, ეს ფორმალური ხასიათის შეხვედრა იყო. „ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ელჩობის ამ კანდიდატებს და იმედი გავქსვ, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება“ - აღნიშნა გაბაშვილმა.

აღნიშნულ ელჩების კანდიდატებს საკომიტეტო მოსმენები უკვე გავლილი აქვთ და მათ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე წარადგენენ დასამტკიცებლად. სავარაუდოდ, ხუთივე მათგანს ექნება მხარდაჭერა, რადგან არც უმრავლესობისა და არც უმცირესობის მხრიდან უარყოფითი შეფასებები არ გაკეთებულა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია