დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვიქტორ დოლიძე და თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან
2013/04/15 16:12:28
 

16-დან 19 აპრილის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავენ.

დაგეგმილია ორმხრივი მოლაპარაკებები ევროპარლამენტში არსებული ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან. 
22 აპრილიდან კი თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრებიან, თედო ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში. 
აღსანიშნავია,რომ ამა წლის 21-24 აპრილს ქალაქ სტრასბურგში გაიმართება საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია