დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი ბარამიძე უკრაინელ კოლეგებს სტუმრობს
2013/04/14 00:52:10

საქართველოს პარალამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბარამიძე, სამუშაო ვიზიტით  უკრაინაში იმყოფება. კიევში მას შეხვედრები ჰქონდა უკრაინის პარლამენტის წევრებთან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, იგორ კალეტნიკთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან,  ვალენტინ ნალივაიჩენკოსთან,  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი ნემირიასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უკრაინის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, ვოლოდიმირ ლიტვინთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარესთან ივან პოპესკუსთან, ფრაქცია “უდარის” თავმჯდომარის მოადგილესთან ვიტალი კოვალჩუკთან და ფრაქცია “ბატკივშინას” თავმჯდომარის მოადგილესთან, ბორის ტარასიუკთან. გიორგი ბარამიძე ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა უკრაინის სოციალურ საკითხთა მინისტრს, ნატალია კარალევსკას.

უკრაინა საქართველოსათვის აღმოსავლეთ ევროპული სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც საქმიანი, მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება აუცილებელია განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიაა საქართველოს მთავრობაში. უკრაინის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან და მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გიორგი ბარამიძის შეხვედრებისას, ისაუბრეს უკრაინისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლების გზებზე. ხაზი გაესვა ამ ამოცანების მისაღწევად პარლამენტების, უმრავლესობისა და ოპოზიციის  მთავრობებთან კონსტრუქციული, საქმიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრებზე ასევე განიხილეს უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის პერსპექტივები და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკის საერთაშორისო არენაზე გატარების და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიზნით ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კიევის სამართლის უნივერსიტეტმა გიორგი ბარამიძეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია