საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის ქართულ დიასპორას შეხვდა
2013/04/11 11:38:51

პოლონეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დასრულდა.
დიასპორის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს გულთბილი მიღება მოუწყვეს და კმაყოფილება გამოთქვეს აღნიშნული შეხვედრის გამართვის გამო. დიასპორის წარმომადგენლები იმ საკითხებსაც შეეხნენ, რომლებიც უცხო ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანია და აღინიშნეს, რომ მიუხედავად საქართველოდან მოშორებით ცხოვრებისა, ისინი მაინც სრულფასოვანი ქართველები არიან და საკუთარ შვილებს და მომავალ თაობებს ქართული ტრადიციების სრული დაცვით ზრდიან.
პოლონეთში მცხოვრები ქართველები სისტემატურად იკრიბებიან საქართველოს საელჩოში და ქართულ ღონისძიებებს ერთობლივად ატარებენ. ამასთან ერთად ვარშავაში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და ქართული ცეკვის შემსწავლელი ჯგუფი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ დროისათვის პოლონეთის რესპუბლიკაში სულ 200-მდე ქართული ოჯახი ცხოვრობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია