დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა 9 მაისის აღნიშვნას „პაკლონნაია გორაზე“ აპირებს?
2013/04/03 19:20:56

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტების ერთმა ჯგუფმა გამოთქვა სურვილი, რომ ევრაზიის ინსიტუტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში რუს ახალგაზრდებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ "ნიუპოსტმა" საკუთარიკომპეტენტური წყაროსგან შეიტყო. წყაროს ინფორმაციის მიხედვით, რუსეთში გასამგზავრებლად სულ 30 მოზარდი უნდა შეირჩეს. დაგეგმილია რუსმოზარდებთან ერთად მათი მონაწილეობა სადღესასწაულო რიტუალში, რომელიც "პოკლონნაია გორაზე" ყოველწლიურად ტარდება.
აღნიშნულის გადამოწმება psnews.ge - მ საპარლამენტო უმრავლესობასთან სცადა. როგორც გაირკვა, პარტიის არცერთი წევრი ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. გთავაზობთ უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის  ვიქტორ დოლიძის კომენტარს, რომელმაც განაცხადა  რომ ეს ინფორმაცია პირველად ჟურნალისტებისგან გაიგო.

„იმ ხალხის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვინც იმ პერიოდში ჩვენს ქვეყანას იცავდა, ჩემთვის ეს მიუღებელია. მე არ ვიცი „ქართულიოცნების“ რომელი ფრთა არის ჩართული და საერთოდ, ძალიან მიკვირს ეს ინფორმაცია. იმ პერიოდში ეს საერთო ტრაგედია იყო, თუმცა ამ ეტაპზე ოკუპანტთან ერთად რამის გაკეთება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მე უფრო დიდ მნიშვნელობას ევროკავშირის კვირეულს ვანიჭებ,“ – ამბობს ვიქტორ დოლიძე.

ინფორმაციისთვის: წინასწარი ინფორმაციით, ქართველ მოზარდებს საგანგებოდ შეხვდებიან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები - ვლადიმირ პუტინი და დიმიტრი მედვედევი. შეხვედრისა და ღონისძიებების განრიგის სხვა დეტალები ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია, რაც, ორგანიზატორთა ქართველი მოკავშირეების მტკიცებით, აუცილებლობითაა გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, "პოკლონნაია გორაზე" 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი სადღესასწაულო ღონისძიებები ყოველ წელიწადს ტარდება. საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიდან ცერემონიალში 2010 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ, ნინობურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი მონაწილეობდნენ, ასევე რამდენიმე ცნობილი მსახიობი (მათ შორის, გურანდა გაბუნია).


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია