დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანიის პარლამენტის წევრის ვიზიტი პარლამენტში
2013/04/02 16:11:36

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანელ პარლამენტარს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს შეხვდა. საუბარი დახურულ კარს მიღმა, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი გერმანიისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე იყო. უსუფაშვილის განცხადებით, გერმანელი პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპაში საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაცია გავრცელდეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდგედ მიაღწია. ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენს შორის მეგობრობა გაგრძელდება და გერმანელი პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპაში მოსახლეობამ ადეკვატურად შეაფასოს აქ მიმდინარე პროცესები, ჩვენ შევთანხმდით, რომ მალე ბერლინშიც შევხვდებით ერთმანეთს.“- აღნიშნა უსუფაშვილმა.
გერმანიის პარლამენტის წევრმაც დავით უსუფაშვილთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.
„ვიზიარებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხედულებებს. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მოსაზრებები გავცვალეთ. შევაფასეთ ის პროგრესი, რაც 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სახეზეა. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და როდესაც ვილნიუსში ჩატარდება სამიტი, იქ უკვე დასკვნითი მოლაპარაკებები გაიმართება,“ - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია