დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვატიკანში რომის ახალი პაპი აირჩიეს
2013/03/14 08:00:20

ვატიკანში რომის პაპი აირჩიეს. წმინდა პეტრეს ტაძარში, სიქსტის კაპელას ბუხრიდან ასულმა თეთრმა კვამლმა საზოგადოებას ამცნო, რომ ახალი პაპი არჩეულია.

რომის ახალი, რიგით 266-ე პაპი არგენტინელი კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა, რომელიც  ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი იყო. ახალი პაპი 76 წლის გახლავთ და ის არის პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი. მან უკვე აირჩია სახელი და ამიერიდან ის, როგორც ფრანსისკ პირველი მოიხსენიება. ფრანსისკ პირველი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან შეკრებილ მრავალათას მორწმუნეს უკვე მიესალმა.

პროცედურის მიხედვით, კარდინალი-პროტოდიაკონი წარმოთქვამს ლათინურ ენაზე მიმართვას, რომელშიც დაასახელებს რომის კათოლიკური ეკლესიის ახლად არჩეულ პაპს.

რომის პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავს, 11 კი – აშშ-ს.

2005 წელს რომის ახალი პაპის არჩევას, როცა საბოლოოდ ბენედიქტ XVI აირჩა, ოთხი ეტაპი დასჭირდა. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამჟამად ახალი პაპის არჩევას უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, ვინაიდან კონკლავს არ ჰყავდა გამოკვეთილი ფავორიტი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია