დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში უმცირესობა ელჩობის კანდიდატების ხედვას გაეცნო
2013/02/19 19:29:57

დღეს საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის წარმომადგენლებმა ელჩობის კანდიდატებს მოუსმინეს.  შეხვედრის შემდეგ ელჩობის კანდიდატებმა განაცხადეს, რომ შეხვედრამ მშვიდ და სამუშაო გარემოში ჩაიარა.


„ეს შეხვედრა სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. იყო სხვადახვა ტიპის კითხვები უმცირესობის მხრიდან. პრიორიტეტებზე დღეს საუბარი არ ყოფილა, რადგან საკომიტეტო მოსმენებზე ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. დღეს საუბარი ძირითადად შეეხებოდა, თუ რა რეკომენდაციები აქვს უმცირესობას ელჩობის კანდიდატებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ,შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა,“– განცხადა ელჩობის კანდიდატმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძემ.
დღევანდელი შეხვედრა  დადებითად შეაფასა კიდევ  ელჩობის კანდიდატმა აშშ-ში მიხეილ გეგეშიძემაც.
„მთავარი მიმართულება იქნება ის, რომ  მაქსიმალურად გამოვიყენოთ შეერთებული შტატების ამომწურავი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საქმისთვის. რესურსი არის უზარმაზარი და მას ვერც ჩემი წინამორბედი ამოწურავდა და ვერც მე ამოვწურავ ბოლომდე. მთავარი პრიორიტეტია ის, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ვისწავლოთ თანაშრომლობა, რომელიც ჩვენ სარგებელს მოგვიტანს.“- აღნიშნა გეგეშიძემ.
შეხვედრაზე უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა, გეგეშიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ამის მიზეზად მან მისი წარსული საქმიანობა დაასახელა.
„დღევანდელ შეხვედრაზე მე კითხვები დავუსვი შეერთებულ შტატებში ელჩობის კანდიდატს, მიხეილ გეგეშიძეს. ჩემი კითხვები შეეხო გეგეშიძის წარსულ პუბლიკაციებსა და საქმიანობას, სადაც იგი შეცდომად მიიჩნევდა კონფლიქტის ერთადერთ მხარედ რუსეთის გამოცხადებას. იგი ასევე ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს აფხაზური პასპორტების ლეგალიზაცია. აღნიშნული მიზეზების გამო მე მხარი არ დავუჭირე გეგეშიძის კანდიდატურას.“-აღნიშნა კანდელაკმა.
ელჩობის კანდიდატებს ხვალინდელ  პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია