დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტი ელჩობის კანდიდატებს უსმენს
2013/02/18 15:21:12

დღეს საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ელჩობის კანდიდატურები განიხილეს ბელგიის სამეფოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში წარსადგენად.

ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩის პოსტზე ნატალია საბანაძეა წარდგენილი. „მე კმაყოფილი ვარ, მოსმენამ ძალიან კარგად ჩაიარა. დეპუტატებს მოვუყევი ჩემი გამოცდილების შესახებ. დღეს მოსმენაზე კომიტეტის წევრებს გავუზიარე მოსაზრებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორია და ამ პარტნიორობაში უნდა ჩაიდოს კონკრეტული შინაარსი. ახლა ევროკავშირს ძალიან რთული პერიოდი აქვს და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საელჩოების სწორი მუშაობა,“ – განაცხადა საბანაძემ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ავსტრიაში საქართველოს ელჩის კანდიდატურაც განიხილეს. კონსტანტინე ზალდასტანიშვილის განცხადებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მივლენილი ელჩის სწორად მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „რასაკვირველია, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩემს კანდიდატურას, მე მექნება ჩემი პრიორიტეტები, რაზეც საელჩო განსაკუთრებით აქტიურად იმუშავებს. ეს არის ორმხრივი ურთიერთობები ავსტრიის რესპუბლიკასთან, როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური, ასევე კულტურული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ისეთი საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენება, როგორიცაა ეუთო, საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხების მხარდაჭერის კუთხით. ეს საკითხებია: საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროული და ღირსეული დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. ბუნებრივია, პრიორიტეტულია კონფლიქტების მოგვარების თემაც. აი, ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც საელჩო გაამახვილებს ყურადღებას,“ - აღნიშნა ზალდასტანიშვილმა.

2005 წლიდან დღემდე გიორგი ზალდასტანიშვილი ევროკავშირ-საქართველოს  ბიზნესსაბჭოს  გენერალური მდივანი იყო.

ნათია მატარაძე

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია