დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ურბანული განვითარების გეგმები და პრიორიტეტები
2013/02/18 12:35:13

ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა ერევნის, თბილისისა და ბათუმის შემდეგ თემატური შეხვედრების გამართვა ქუთაისში დაიწყო. პირველი შეხვედრა 15 თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. დებატების თემა იყო ქალაქი და მოქალაქეები და ქალაქის ურბანული განვითარების ეკონომიკური ასპექტები.

 

შეხვედრას უძღვებოდა ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, რომელმაც იქ მყოფ საზოგადოებას ქალაქის განვითარების მისეული ხედვა შესთავაზა. თემასთან  დაკავშირებით საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ტურისტული საიტების შექმნა და გამართვა, სასტუმროების განვითარება, მომსახურე პერსონალის პროფესიონალური დონის ამაღლება, შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოწესრიგების აუცილებლობა.

ქეთი ბერძენიშვილი, პროექტის მედიატორი: „მთავარი პროცესი პროექტის განვითარებისათვის არის ის, რომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულნი ქალაქის განვითარებასა და ტურისტულად მიმზიდველ ობიექტად ჩამოყალიბებაში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი პროექტის ფარგლებში დებატებს სხვადასხვა თემაზე თვეში ერთხელ შემოგვთავაზებს.“

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე ქალაქის ურბანული განვითარებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. თემატური შეხვედრის მეორე ეტაპზე გაიმართა დებატები, სადაც მომხსენებლებმა ქალაქის ურბანული განვითარების აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი თევდორაძე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი: „ჩვენი მმართველობის დროს მსგავს საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობოდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული ჰქონდა ურბანული და სოციალურ-ეკონომიკური განვითირების გეგმები, რომელიც მიზეზთა გამო ვერ დასრულდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ახალი ხელისუფლების მიერ, მივესალმებით, ვინაიდან ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ნებისმიერი თვითმმართველობის და, განსაკუთრებით, ჩვენი ქალაქისათვის, რადგანაც ქუთაისი არის საპარლამენტო დედაქალაქი.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია