საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ემიგრანტებს აშშ-ს მოქალაქეობის მიღება გაუადვილდებათ
2013/01/30 13:45:18

ობამას და სენატორების გეგმის მიხედვით, 11 მილიონი არარეგისტრირებული იმიგრანტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ქვეყანაში ცხოვრების უფლებას, ხოლო შემდეგ მოქალაქეობას მიიღებს. ეს წინადადება ესპანურენოვანი ამომრჩევლის გავლენის გაზრდის შემდეგ იქნა წარმოდგენილი. 
ობამას მიერ გამოთქმული იდეა, საიმიგრაციო რეფორმის სასარგებლოდ, 2011 წლიდან მისი რეფორმების პროექტში შედის, თუმცა, ამომრჩეველი უკმაყოფილი იყო იმით, რომ ობამას გეგმები არასაკმარისად რადიკალური იყო.
ამჟამად, სენატორების გეგმის მიხედვით, არალეგალი ემიგრანტები ამერიკის მოქალაქეობისაკენ მიმავალ გზას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გამაგრების შემდეგ დაიწყებენ. რეფორმებზე მომუშავე ჯგუფი იმედოვნებს, რომ სენატი რეფორმების გეგმას ზაფხულში დაამტკიცებს, მით უფრო, რომ მათი გეგმა პრეზიდენტის მოსაზრებებს ემთხვევა. 
რესპუბლიკელები უკვე აღიარებენ, რომ მათი პარტიის მკაცრმა პოლიტიკამ მიგრაციის საკითხთან მიმართებაში, ნოემბრის არჩევნებზე მათ ბევრი დააკარგვინა, რაც ობამას შედეგებზე დადებითად აისახა. რესპუბლიკურმა პარტიამ ესპანურენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა, რაც მათი დამარცხების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია