დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრები ვენეციის კომიტეტთან
2013/01/29 21:05:20

29 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და კომიტეტის წევრებმა როგორც უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან, სტრასბურგში შეხვედრები გამართეს ვენეციის კომიტეტთან. შეხვედრები იმართება ევროპის საბჭოს მიწვევით, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია მიწვეული.

შეხვედრის დროს კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა პარლამენტის პრიორიტეტებზე. საარჩევნო კანონმდებლობის, სასამართლო რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე, ასევე პოლიტიკური პატიმრებისა და ამნისტიის კანონის მიღების დიდ მნიშვნელობაზე. „ამ საკითხზე პოზიტიური და დადებითი განწყობა ძალზედ მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ ფონზე, რომ ევროპის საბჭოს ყოფილ ევროკომისარს ბატონ ჰამიერბერგს ძალიან მწვავე ანგარიშები ჰქონდა მომზადებული საქართველოს წინა ხელისუფლებაზე, სადაც ნახსენები იყო პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირები, ოპოზიციის მხარდამჭერთა გასამართლება და ა.შ.

შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვანია საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რათა ევროპის საბჭო იყოს კარგად ინფორმირებული.“

ეროპის საბჭოში მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები შეხვნენ ბატონ ბორის ვუდსს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ერთ-ერთი საკითხი იყო პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონი.

ბორის ვუდსმა განაცხადა, რომ მიესალმება მიღებულ კანონს და გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას და შემუშავდეს ახალი მექანიზმი სასჯელის შეკრებითობის პრინციპის მოხსნის შესახებ.

ბორის ვუდსმა განაცხადა, რომ ევროპა არ მიესალმება და არასოდეს მიესალმებოდა ამ პრინციპს – სასჯელის შეკრებას. ციხეები იყო გადატვირთული და ამნისტია იყო მნიშვნელოვანი.

.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია