დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული დელეგაცია რუსეთის მთავარ სანიტარს შეხვდება
2013/01/28 22:41:32

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შვიდკაციანი დელეგაცია 3 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმთან გენადი ონიშჩენკოსთან ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებები 4 თებერვალს გაიმართება. 

ქართულ დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს და მასში ასევე შევლენ ღვინის და  სურსათის ეროვნული სააგენტოების ორ–ორი  წარმომადგენელი, ღვინის დარგის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის თავმჯდომარე, ასევე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიის თავმჯდომარე.   

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საუბარი შედგება „ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის დაბრუნებაზე რუსეთის ბაზარზე, ანუ ეს პროდუქტებია საკვები, სასმელი და ა.შ.“.

რუსეთმა ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს ”უხარისხობის” მოტივით აკრძალა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თბილისმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

„ჩვენი დიალოგის შინაარსი ფაქტიურად იქნება ხარისხის კონტროლის სისტემაზე საუბარი, იმაზე საუბარი, რომ ქართული პროდუქცია შესაბამისობაშია სტანდარტებთან და ის ღირსია, რომ დაბრუნდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა 28 იანვარს და დასძინა: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხარისხის პრობლემები აღარ არსებობს“.

იმავდროულად, 28 იანვარს გენადი ონიშჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმებები შეიძლება იქნას მიღწეული. „თუ საუბარი საქმეზე წარიმართება, მაშინ [შეხვედრების] რაუნდები ბევრი არ იქნება“, - განუცხადა მან „ინტერფაქსს“.

ონიშჩენკომ გასულ კვირას ასევე არ გამორიცხა, რომ მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ თავადაც განახორციელოს საქართველოში ვიზიტი.

ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას ქართული დელეგაციის წევრებისთვის ვიზების დაუბრკოლებლად გაცემის თხოვნით მიმართა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ქართულმა დელეგაციამ ვიზები „ძალიან ოპერატიულად“ და „ყოველგვარი დაბრკოლების“ გარეშე მიიღო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია