დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქი მოსკოვში მიემგზავრება
2013/01/20 12:57:22

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს მოსკოვში გაემგზავრება.

უწმინდესი 21 იანვარს დაჯილდოების ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის ჯილდო გადაეცემა.

"20 იანვარს ჩვენ მივდივართ რუსეთში, 21-ში კი საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, იქ იქნებიან ყველა ქვეყნის ელჩები, ასევე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ ცერემონიაზე დაახლოებით, 1500 სტუმარი შეიკრიბება.

საქართველოში ვიზიტით მყოფი რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის მეუფე კირილეს განცხადებით კი,  ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტისას მთავარი განსახილველი საკითხი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა იქნება.

"მოსკოვში საქართველოს პატრიარქის ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა იქნება, რომელთან დაკავშირებითაც, საპატრიარქოებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. განვიხილავთ ასევე მიმდინარე თემებს, რაც ორი ეკლესიის ურთიერთობისათვის მნიშვნელოვანია", - ბრძანა მეუფემ.

"მთელ საქართველოს მოგმართავთ, რომ ილოცოთ, რადგან მეტად რთული და ჩვენთვის საჭირო საკითხები იქნება განხილული", - განაცხადა ილია მეორემ და მრევლს "მოწყალებისა კარი განგვიღეს" მრავალჯერ გამეორებისკენ მოუწოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია