საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მერაბიშვილს „სომხური არჩევანი“ არ მოსწონს
2013/01/20 12:12:43

„ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სომხური გზა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება.


ამის შესახებ მერაბიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელშიც პრემიერმა განაცხადა, რომ „საქართველოსთვის სომხეთის საგარეო კურსი მისაღებია".

"ქართველმა ხალხმა და საქართველომ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა 2008 წლის პლებისციტზე და გამოხატა საკუთარი მოსაზრება საქართველოს პრიორიტეტებზე და მომავალზე. ქართული სახელმწიფოს ინტერესებშია ნატო-ში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს არის საქართველოს გადარჩენის, უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ერთადერთი გზა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მე პატივს ვცემ მის საგარეო კურსს და არჩევანს, სომხური გზა, მისი ურთიერთობა რუსეთთან და ნატო-სთან მიმართებაში ვერ გამოდგება და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება", - განაცხადა მერაბიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1544
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია