დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი სომხეთში იმყოფება
2013/01/17 12:47:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

საქართველოს დელეგაციას სომხეთის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგსიანი და მთავრობის სხვა წევრები დახვდნენ.

საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინასთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, რეინტეგრაციის მინისტრი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგასთან. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ ქართული და სომხური მთავრობის წარმომადგენლების ხელმძღვანელების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

დღესვე ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი ერთობლივი სადილი.

დღის მეორე ნახევარში, საქართველოს დელეგაცია ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარს ეწვევა, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სრულიად სომხების კათოლიკოსთან გარეგინ მეორესთან.

ვიზიტი დღესვე დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია