მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერებმა მექსიკის დასავლეთით, შტატ სონორაში, უჩვეულო სამარხი აღმოაჩინეს. საფლავში, რომელიც წინასწარი შეფასებით, რამდენიმე ათასწლეულს ითვლის, 25 ჩონჩხი აღმოჩნდა, რომელთაგან 13-ს ადამიანის თავის ქალისგან განსხვავებული, წაგრძელებული ფორმის თავი აქვს. არქეოლოგების შეფასებით, დეფორმირებული თავები მეზოამერიკანულ კულტურაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ერთმანეთისგან განსხვავებული ნიშანი იქნებოდა.