დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კათოლიკოს-პატრიარქს ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ესტუმრა
2013/01/03 20:38:21

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, თბილისს ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადე ესტუმრა. 

მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრებიც ჩამოვიდნენ. მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად დახვდა.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს ჩამოსვლისათვის. უწმინდესმა ბრძანა, რომ მათ დიდი ხანია, მეგობრული ურთიერთობები აქვთ და ეს არის მაგალითი აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის.

თავის მხრივ, ფაშა-ზადემ აღნიშნა, რომ ყოველთვის მიიჩნევდა საქართველოს პატრიარქს თავის უფროს ძმად, აზერბაიჯანელი ხალხი გრძნობს უწმინდესის სითბოს და სიყვარულს. ფაშა-ზადემ პატრიარქს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მილოცვა გადასცა.

ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილიც შეხვდა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.

შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის გამო და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მოკითხვა გადასცა.
შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მისი აზერბაიჯანში ვიზიტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყნის შორის ურთიერთობები უფრო განმტკიცდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია