დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისრაელის ავიარეისები თბილისი გარდა ქუთაისშიც განხორციელდება
2012/11/07 13:02:12

საქართველოსა და ისრაელს შორის  საჰაერო მიმოსვლაში არსებული შეზღუდვების გაუქმებას ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“. დოკუმენტი პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში განიხილეს და მხარი დაუჭირეს. დოკუმენტის თანახმად, ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ  ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.


დოკუმენტის თანახმად, ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, რომელიც დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისთვის  საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას. 

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია