დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სენდი“ ამერიკას ისევ ემუქრება
2012/10/30 14:59:36

ქარიშხალ „სენდის“ ამერიკაში უკვე მოყვა მსხვერპლი. ბოლო მონაცემებით სტიქიას 13 ადამინის სიცოცხლე შეეწირა. შეერთებული შტატების დედაქალაქშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარიშხალმა ნიუ-იორკსაც გადაუარა და მეგაპოლისს სერიოზული ზიანი მიაყენა. ნიუ-იორკის ქუჩები თითქმის დაცარიელებულია. 27 წლის მანძილზე პირველად დაიხურა ამერიკის საფონდო ბირჟაც. გაჩერებულია მეტროპოლიტენი, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტი. გაუქმებულია ათასობით ავიარეისი.

სერიოზული წყალდიდობა ელოდება ვაშინგტონს. ამ დროისთვის კი წყალდიდობა ატლანტიის ოკეანის ასეულკილომეტრიან სანაპირო ზოლზე ფიქსირდება.

სტიქია სულ უფრო ძლიერდება და სინოპტიკოსების ვარაუდით, იგი მილიონობით ადამიანს დააზარალებს. ქარიშხალი ახლა სანაპირო რეგიონებიდან ამერიკის ცენტრალური შტატებისკენ მიიწევს და მისი სიჩქარე 150 კმ/სთ-ია. საფრთხე ამერიკის 23 შტატშია გამოცხადებული. 

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია