დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბარაქ ობამას წერილი ბიძინა ივანიშვილს
2012/10/29 16:23:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამასაგან მილოცვის წერილი მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

ელჩის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილს და მინისტრთა ახალ კაბინეტს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება. რიჩარდ ნორლანდმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვას. „ბარაქ ობამას წერილის შინაარსზე კი, ალბათ, მოგვიანებით თავად ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს განცხადებას.“– განაცხადა ელჩმა.

ხატია გორგოძე


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია