დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" განცხადება
2012/10/04 18:18:09

არასამთავრობო ორგანიზაციამ  "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია საქართველოს ციხეებში დღეს მყოფი ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ".

გთავაზობთ ამ მიმართვის ტექსტს სრულად:


"გაცნობებთ, რომ 2012 წლის 3 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო ტერმინი "პოლიტიკური პატიმრის" განსაზღვრება და ევროსაბჭოს წევრი 47 სახელმწიფოს (მათ შორის საქართველოს) კომპეტენტურ ორგანოებს შესთავაზა "ხელმეორედ განიხილონ ყველა სისხლის სამართლის საქმე, სადაც შესაძლოა, საუბარი იყოს იმ პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც ექვემდებარებიან მის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს და განხილვის შედეგის შესაბამისად, ან გაათავისუფლოს ასეთი პატიმრები, ან მოაწყონ მათი საქმის ხელმეორე სასამართლო განხილვა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა - ერთპარტიული მმართველობა დასრულდა, რომელიც მთავარი მიზეზია იმისა, რომ რეალურად არ არსებობდა ხელისუფლების დანაწილებისა და კონტროლის მექანიზმები. თავის მხრივ, ეს ფაქტი იყო იმის მიზეზი, რომ უკონტროლოდ დარჩენილი აღმასრულებელი ხელისუფლება ძალიან ხშირად იღებდა არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც მორჩილად და უყოყმანოდ მუდამ ასრულებდა სრულიად უუფლებოდ დარჩენილი სასამართლო. ერთ-ერთი ასეთი სფერო იყო პოლიტიკური ოპონენტების "სამართლებრივი" დევნა, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ დღეისთვის საქართველოს 119 მოქალაქე აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად. ძირითადად ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იქნენ რეპრესირებულნი.

სამოქალაქო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად უდანაშაულოა. განურჩევლად იმისა, ამ ადამიანებს საერთოდ აქვთ თუ არა ჩადენილი რაიმე დანაშაული, ფაქტია, რომ ყველა მათგანი დღეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება და გაავრცელოს მისი რეკომენდაცია საქართველოს ციხეებში დღეს მყოფი ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ", - ნათქვამია მიმართვაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია