საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აშშ-ს კონგრესმები მოუწოდებენ საქართველოს პარტიებს, პატივი სცენ არჩევნების შედეგებს
2012/09/18 13:36:17

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ. ამის შესახებ იტყობინაბა ვებ-გვერდი netgazeti.ge.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “არჩევნების შემდეგ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს არეულობის, უწესრიგობის შექმნას, რომელიც ანგრევს ამომრჩევლის პოლიტიკურ ნებას, სურვილს, ეს  ქართველი ერის მიმართ სერიოზული უსამართლობა იქნება და რა თქმა უნდა, გახდება ძლიერი კრიტიკის საფუძველი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის საზღვრებს გარეთ”.

“მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხის ხმები იქნება სათანადოდ დათვლილი და დამოწმებული შესაბამისი ორგანოებისა და სანდო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს პატივი სცენ არჩევნების შედეგებს, გადადონ მათი განსხვავებული შეხედულებები გვერდზე და იმუშაონ ერთად მშვიდობიან გარემოში, რათა ქვეყანა წინ წავიდეს”, – ნათქვამია The Hill-ის კონგრესმენების ბლოგზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.


განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ “საქართველომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნა ძლიერი სისტემა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს. მრავალრიცხოვანი საერთაშორისოდ აღიარებული სადამკვირვებელო დელეგაციების წარმომადგენელბი იქნებიან წარმოდგენილნი არჩევნების დღეს, რათა დაადასტურონ, რომ ხმის მიცემის პროცესი მართლაც ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში - უმაღლესი დონის საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების შესაბამისად. ხოლო ამ დამოუკიდებელ არბიტრთა განცხადებები უნდა იყოს მოსმენილი და პატივცემული”.

კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის.

“მსოფლიო დიდი ყურადღებით აკვირდება მომავალ საპარლმენტო არჩევნებს. საქართველოს მომავალი და მისი რეპუტაცია საერთაშორისო საზოგადოებაში საფრთხის წინაშე დგას. ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვნი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს არის შანსი ყველა ქართველისთვის, მიუხედავად მათი პარტიული შეხედულებებისა, დაუმტკიცონ მსოფლიოს, რამდენად შორს წავიდნენ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და ხაზგასმით აღნიშნონ, რომ უკან სვლა მათი არჩევანი არ არის”.

განცხადებაში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმ რეფორმებზეც, რაც ქვეყანაში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გატარდა

“საქართველომ და მისმა ლიდერებმა გააკეთეს მტკიცე და ურყევი არჩევანი რომ მხარი დაუჭირონ ქვეყნაში დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების დანერგვას,  და იღწვიან დაუღალავად NATO–ს წევრობისკენ. საქართველოს სამხედროებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნატო–ს მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში, ავღანეთსა და კოსოვოში. მათი პროფესიონლიზმის მაღალი დონე, ასევე სამშვიდობო მისიების შესრულების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი, ნათლად უჩვენებს, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს მომავალ წევრს, ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. 

ფაქტები საკუთარ თავზე თავად საუბრობენ – დანაშაული იკლებს, კორუფცია შემცირდა და ბიუროკრატიული პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ქართველი ხალხი მთავრობის მიერ გატარებული ძლიერი და მუდმივი რეფორმების თვალშისაცემ შედეგებს ხედავს”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

აღნიშნული განცხადების ავტორები არიან კონგრესმენები - ჯო ან ემერსონი, მაიკ თერნერი, მაიკ როსი და ბენ ჩენდლერი. ისინი ასევე არიან აშშ–ს დელეგაციის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია