საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტიმოშენკოს პალატაში აკრძალული წამლები იპოვეს
2012/09/14 10:16:54

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პალატაში აკრძალული  წამლები და საიდუმლო ტექნიკური მოწყობილობა  იპოვეს. ნაპოვნი საგნები, თითქოსდა,  საიდუმლო ყუთში ინახებოდა,  რომელიც შენიღბული იყო  „უკრაინის  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.“

იულია ტიმოშენკო მკურნალობის კურსს  ხარკოვის საავადმყოფოში გადის. როგორც დაპატიმრებული პოლიტიკოსის ადვოკატმა განაცხადა, წამალი შესაძლოა ჩხრეკის დროს დატოვეს პალატაში. თავად ტიმოშენკოს განცხადებით, მისგან ამოიღეს ორი დოზიმეტრი, რომლითაც ყოფილმა პოლიტიკოსმა პალატაში რადიაციის მოჭარბებული დონე დააფიქსირა. საავადმყოფოს მტავარმა ექიმმა, რა თქმა უნდა, ამ განცხადებას აბსურდული უწოდა.

2011 წლის ოქტომბერში იულია ტიმოშენკოს მიუსაჯეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსეთის ფედერაციასთან  ე.წ. „გაზის კონტრაქტის“ ხელმოწერის დროს თანამდებობრივი უფლება-მოსილების გადამეტების გამო.

 

(პ.ც.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია