დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯორჯ სოროსი გერმანიის ხელისუფლებას ევროზონის დატოვებას ურჩევს
2012/09/11 11:45:22

ცნობილი  მილიარდერი და მეცენატი  ჯორჯ სოროსმა გერმანიის ხელისუფლებას  ურჩევს, ან უხელმძღვანელოს ევროზონის გადარჩენის პროცესს ან დატოვოს ევროზონა.  ამის თაობაზე წერს ამერიკული გამოცემა  The Financial Times.

„გერმანიამ ან თავის თავზე უნდა აიღოს ხელმძღვანელობა და პასუხისმგებლობა ევროპაში,  ან გავიდეს ევროზონიდან“  - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.  ფინანსისტის აზრით, სავალუტო კავშირის გადარჩენა მოხდება მხოლოდ  ერთიანი ფინანსური რეგულატორის შექმნით, რომელიც თავის თავზე აიღებს ვალდებულებას  ყველა ევროპულ ობლიგაციაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე.

სოროსმა აღნიშნა, რომ ევროზონის ხელისუფლების ბოლო ნაბიჯი - ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ევროპული საკრედიტო ვალდებულებების შეუზღუდავი შესყიდვა - იყო ყველაზე ეფექტური ღონისძიება. თუმცა, დასძინა მილიარდერმა, ეს არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, და არა პრობლემის ნამდვილი,  საბოლოო გადაწყვეტა.

ცნობილი ინვესტორი ევროზონის წევრ ქვეყნებს შემდეგ მექანიზმს სთავაზობს: ევროზონაში შემავალმა სახელმწიფოებმა უნდა შექქმნან  საერთო ფინანსური რეგულატორი, რომელიც დაფინანსდება  ევროპის ანტიკრიზისული ფონდიდან. მთლიანი სტრუქტურა დაახლოებით 440  მილიარდ ევროს მიიღებს ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდიდან  (EFSF) და 500 მილიარდს - ევროპული სტაბილიზაციის მექანიზმიდან (ESM).  ამის შემდეგ რეგულატორი იყიდის ევროზონის იმ ქვეყნების ყველა ვალს, სადაც ვალი მთლიანი  შიდა პროდუქტის 60 პროცენტს აღემატება. ფინანსური რეგულატორი გამოუშვებს საერთოევროპულ ობლიგაციებსაც.

როგორც სოროსს მიაჩნია, თუკი გერმანია გავა ევროზონიდან, პერიფერიული სახელმწიფოების მდგომარეობა შემსუბუქდება. ფინანსისტის აზრით, დღევანდელი მკაცრი საფინანსო პოლიტიკა, რომელსაც ბერლინი ატარებს, მოითხოვს მოვალე-სახელმწიფოებისგან საბიუჯეტო  ხარჯების შემცირებას და ევროპას მხოლოდ და მხოლოდ ყოფს კრედიტორ- სახელმწიფოებად და მოვალე-სახელმწიფოებად. სავალო ტვირთის მოხნსა PIIGS-ის ქვეყნებზე (საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია), სოროსის აზრით, ეკონომიკის ზრდას შეუწყობდა ხელს.

ერთიანი ფინანსური სტრუქტურის შექმნა, რომელიც გაათავისუფლებდა ევროპის ქვეყნებს ვალების დიდი ნაწილისაგან და ასევე, გამოუშვებდა საერთო ევროპულ ობლიგაციებს, უკვე არაერთხელ იქნა შეთავაზებული რიგი ეკონომისტების და პოლიტიკოსების მხრიდან. თუმცა, ამის წინააღმდეგი გამოდის გერმანია, რომელიც ევროპული ფინანსური მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი  კრედიტორია. ბერლინი დაჟინებით ითხოვს ყველა იმ ფისკალური ნორმის შესრულებას, რომელიც გულისხმობს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია