დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კლინტონმა ბარაკ ობამას კანდიდატურა მეორე ვადით არჩევაზე ოფიციალურად წარადგინა
2012/09/06 10:07:37

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ ბარაკ ობამა საპრეზიდენტო კანდიდატად მეორე ვადით არჩევაზე ოფიციალურად დაასახელა. ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ შარლოტში გამართულ პარტიის კონგრესზე  გაახმოვანა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა.

კონგრესის დელეგატებმა ამ დღეებში უნდა დაამტკიცონ მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურა მეორე ვადით არჩევაზე. ობამას მეორე ვადით პრეზიდენტობას მხარი დაუჭირა, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ამავე დროს ბილ კლინტონის მეუღლეა და აშშ-ის პირველი ლედი იყო ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბილ კლინტონმა პარტიულ კონგრესზე ყურადღება გაამახვილა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ეკონომიკურ წარმატებებზე და განაცხადა, რომ „ობამამ საფუძველი ჩაუყარა უფრო თანამედროვე და უკეთ ბალანსირებულ ეკონომიკას.“

აშშ-ის ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტის თქმით, ობამამ არ დაუშვა ამერიკული ეკონომიკა კვლავ კრიზისული მდგომარეობისაკენ წასულიყო. კლინტონმა ამავე დროს მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკური პარტია.

„მათი არგუმენტები მარტივია: ჩვენ პრეზიდენტ ობამას დავუტოვეთ სრული უწესრიგობა და მან ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა სრულად მათთან გამკლავება, ამიტომ დავითხოვოთ და დავბრუნდეთ ჩვენ“ - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა და რესუბლიკელები დაადანაშაულა, რომ ობამას დღემდე უწევს მათ  მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

„მე მინდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომელსაც ეყო ჭკუა და იქორწინა მიშელ ობამაზე“ - გაიხუმრა ბილ კლინტონმა. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კი მას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუახდა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის ამ კონგრესზე ორი პოლიტიკური ეპოქა გაერთიანდა.

ექსპერტები ბილ კლინტონის გამოსვლაში ორ პრეზიდენტს შორის ურთიერთობების განახლების ნიშნებს ხედავენ. ასევე, ამ გამოსვლას აფასებენ, როგორც მცდელობას აამაღლოს ობამას პოპულარობა თეთრკანიან ამერიკელებში, რომლებიც მუშათა კლასს მიეკუთვნებიან. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ამომრჩევლების ეს ნაწილი, რომელიც ტრადიციულად დემოკრატიული პარტიას აძლევდა ხმას, ოაბამას ძალიან სკეპტიკურად უყურებენ. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ,  კლინტონს ყოველთვის გამოსდიოდა მათი მხარდაჭერის მოპოვება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია