დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოძიების ფედერალური ბიუროდან Apple-ის მოწყობილობების მილიონობით კოდმა გაჟონა
2012/09/05 20:15:30

ჰაკერების ჯგუფმა AntiSec ორშაბათს ინტერნეტში განათავსა ფაილი, რომელიც შეიცავს Apple-ის მილიონზე მეტი  მობილური მოწყობილობის უნიკალურ კოდებს. iPhone, iPad და Apple-ის სხვა აპარატები ინდენტიფიცირებულია  უნიკალური კოდით, რომელიც 40 სიმბოლოსაგან შედგება და  რომელიც ცნობილია როგორც UDID.

AntiSec ამტკიცებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის კრისტოფერ სტანგლის ნოუთბუკში ინახებოდა  12 მილიონი აპარატის UDID. ამ ტიპის მონაცემები გამოიყენება სმარტფონებისა და პლანშეტების სათვალთვალოდ.

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რა თქმა უნდა, უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ არ ფლობს მონაცემებს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჰაკერებმა ბიუროს აგენტის პორტატული კომპიუტერიდან Apple-ის მილიონობით მობილური აპარატის კოდების მიღება შესძლეს.

ამერიკული ჟურნალის Wired-ის მონაცემებით, აგენტი სტინგლი ნამდვილად მუშაობს გამოძიების ფედერალური ბიუროს (ე.წ. ფბრ-ის) რეგიონალურ ჯგუფში, კიბერდანაშაულის სფეროში.

ჰაკერებმა განაცხადეს, რომ ისინი აქვეყნებენ მაიდენტიფიცირებელი კოდების მხოლოდ ნაწილს და მათ წაშალეს ყველა სხვა ინფორმაცია - მფლობელების სახელები, მათი ტელეფონის ნომრები და მისამართები.

ფბრ-მა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ვერავითარ კავშირს ამ მონაცემების გაჟონვასა და ბიუროს აგენტებს ან კომპიუტერებს შორის.

„ამ მომენტისათვის  არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ არა თუ ფბრ-ის პორტატული კომპიუტერიდან ამ მონაცემების მოპარვაზე, არამედ იმაზეც კი, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო აგროვებდა ასეთ მონაცემებს“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანიური ჯგუფის CSIS Security-ის კიბერსპეციალისტმა პიტერ კრუზემ სოციალური ქსელში ტვიტერში დაწერა, რომ ინფორმაციის გაჟონვა რეალურია და გამოქვეყნებულ სიაში მან თავისი სამი მოწყობილობის კოდი ამოიცნო. როგორც კიბერსპეციალისტები აცხადებენ, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს გამოქვეყნებული სია დაკავშირებულია გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, თუმცა ამავე დროს, არ არის გარკვეული თუ ვის შეიძლება ქონოდა მსგავსი ინფორმაციის შემცველი ფაილი.

მიმდინარე წელს AntiSec-მა გატეხეს კომპანია Panda Labs-ის საიტი, რომელიც კომპიუტერების დამცავ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. ამ ჯგუფის ჰაკერებმა, ასევე, გატეხეს New York Ironwork-ის საიტი, რომელიც ამერიკულ პოლიციის მიმწოდებელია ტექნიკურ სფეროში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2412
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია