დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აშშ-ში სასიკვდილო ვირუსის კერა აღმოაჩინეს
2012/09/01 17:22:31

ამერიკის შეერთებულ შტატებში სასიკვდილო ვირუსის კერა დაფიქსირდა. თითქმის 10 ათასი ადამიანი, რომლებმაც კალიფორნიის შტატში მდებარე ნაციონალური პარკი მოინახულეს, შესაძლოა სასიკვდილო ვირუსით არიან დაავადებული.

ვირუსის გავრცელების თაობაზე განცხადება აშშ-ს ხელისუფლებამ გააკეთა. საუბარია ისეთი ტიპის იშვიათ დაავადებაზე, რომლის დიაგნოზის დასმაც საკმაოდ რთულია. სიმპტომებით ის ძალიან გავს გრიპს, რომელიც გვიან სტადიაზე იწვევს ფილტვის შეშუპებას. მისი საინკუბაციო პერიოდი ექვსი კვირაა. ამ დროისათვის ვირუსმა იმსხვერპლა ორი ადამიანი, ხოლო  ვირუსით დაავადების  ექვსი შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული.

როგორც ირკვევა დაავადებული პირები ამ ზაფხულს იოსემიტის ნაციონალურ პარკს სტუმრობდნენ კალიფორნიაში.  ვირუსის პირველი მსხვერპლი გახდა 37 წლის მამაკაცი, რომელიც სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა.

აშშ-ს ჯანმრთელობის დაცვის უწყებამ საჯაროდ მიმართა ყველას, ვინც პარკი მოინახულა ამ ზაფხულს, მოუწოდა მათ ყურადღება ადევნონ ჯანმრთელობის მდგომარეობას და პირველივე სიმპტომებზე მიმართონ ექიმს. სტატისტიკური მონაცემებით, იოსემიტის ნაციონალური პარკი ზაფხულში დაახლოებით ათი ათასმა ადამიანმა დაათვალიერა.

ვირუსის გადამტანებად ითვლებიან მრღნელები, უფრო მეთად, თაგვები. მიუხედავად ვირუსის საშიშროებისა, იოსემიტის პარკის მნახველების რიცხვი მკვეთრად არ შემცირებულა. პარკი მდებარეობს სიერა-ნევადას ქედის დასავლეთ ფერდობზე და მას ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი ტურისტი სტუმრობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია