დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თქვენ არ ხართ აშშ-ს აგენტები
2012/08/31 15:10:17

ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივანმა რუს უფლებადამცველებს  ასე უპასუხა: „თქვენ არ ხართ აშშ-ს აგენტები.“  ცოტა ხნის წინ რუსმა ადამიანის უფლებების დამცველმა  ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას და თხოვეს განმარტება, არიან თუ არა ისინი აშშ-ს აგენტები რუსეთში.

 „ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გვიპასუხოთ, არიან თუ არა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი და „მოძრაობა ადამიანის უფლებებისათვის“  აშშ-ს აგენტები ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით, ანუ ასრულებენ თუ არა ეს ორგანიზაციები აშშ-ს  მთავრობის დავალებებს ან ახდენს თუ არა ირიბ ან პირდაპირ გავლენას აშშ-ს მთავრობა ჩვენი ორგანიზაციის ქმედებებზე“ - ნათქვამია ამ ორგანიზაციების მიერ ბარა ობამასადმი გაგზავნი წერილში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რუსი უფლებადამცველებისათვის გაგზავნილ საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ „პრეზიდენტ ბარაკ ობამას“ თხოვნით საჯაროდ აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მართავს  რუსი უფლებადამცველი ორგანიზაციების მოქმედებებს.

რუსი უფლებადამცველების ასეთი მკვეთრი ჟესტი გამოიწვია არასამეწარმეო  ორგანიზაციების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულნი არიან „პოლიტიკური საქმიანობით“ და იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ როგორც აგენტები და რამდენიმე თვეში ერთხელ ჩააბარონ ფინანსური დეკლარაციები.

„ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაცია ურყევად უჭერდა და უჭერს მხარს როგორც თქვენი ორგანიზაციების მნიშვნელოვან საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ისე უფლებადამცველი საქმიანობის მიმართულებას რუსეთში“ - ნათქვამი ვაშინგტონის პასუხში. სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პრიორიტეტებსა და საქმიანობას განსაზღვრავენ თავად ეს ორგანიზაციები და არა დონორები.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გამოცდილმა უფლებადამცველმა ლიუდმილა ალექსეევნამ ადრევე განაცხადა, რომ რუსეთში არ დარეგისრირდება, როგორც „უცხოელი აგენტი.“ ასევე, სხვა რამდენიმე ორგანიზაციამაც, მათ შორის Human Rights Watch-ის მოსკოვის ბიურომ  პირდაპირ განაცხადა, რომ კანონის ამ მოთხოვნას არ შეასრულებს.

რაც შეეხება რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციას,  მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ანდრეი ისაევმა უფლებადამცველების ამ ჟესტს ისტერიკა უწოდა.

„რაც ახლა ხდება არის ისტერიკა და არაადექვატური. არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ეკრძალება საქმიანობა: იმუშავეთ, იმოქმედეთ; არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ეკრძალება საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღება. მათგან მოითხოვება მხოლოდ ერთი - გახსნილობა და გამჭვირვალობა“ - განაცხადა ანდრეი ისაევმა, რომელიც ამავე დროს, სახელმწიფო დუმის (პარლამენტის) დეპუტატი და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეა.

ვაშინგტონი კი შიშობს, რომ ეს კანონი მიმართულია იმ სამოქალაქო აქტივისტების დაშინებისაკენ, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის რომელიც თავისუფალი იქნება კორუფციისაგან და დაფუძნებული იქნება კანონის წინაშე თანასწორობაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია