დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბარაკ ობამამ ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
2012/08/28 15:31:06

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ლუიზიანას ტროპიკული შტორმი  „აიზეკი“ ემუქრება.  შტორმის გამო აშშ-ს რესპუბლიკურმა პარტიამ ყრილობა გადადო, რომელზეც პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი ოფიციალურად უნდა დამტკიცებულიყო.

„აიზეკი“ უკვე თავს დაატყდა კუბის ნაწილს და სამხრეთ ჰაიტს, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ორშაბათ საღამოს აშშ-ს ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც ქარიშხალს იკვლევს, განაცხადა, რომ „აიზეკი“ შეიძლება იქცეს მეორე კატეგორიის ქარიშხლად 160 კმ/სთ ქარის სიჩქარით.

ქარიშხლის მოახლოების შესახებ ოფიციალურად გააფრთხილეს ოთხი შტატი - ფლორიდა, ალაბამა, ლუიზიანა და ტეხასი. ალაბამისა და ლუიზიანის ზოგიერთ სანაპირო რაიონებში დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

„აიზეკმა“ ფლორიდა-კისის კუნძულს თავს დაატეხა ძლიერი წვიმა და ქარი. მოსახლეობა სახლებს ქვიშის ტომრებით იცავდა. ხალხი ცდილობდა კუნძულიდან კონტინენტზე გადაეღწიათ, რის გამოც საავტომობილო გზატკეცილებზე გრძელი რიგები დადგა. კუნძულზე  და ფლორიდის კონტინენტური ნაწილზე ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

აშშ-ს ეკოლოგიური უსაფრთხოების ბიუროს თანახმად, მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება მკვეთრად შემცირდა. კომპანია  ВР-მ ნავთობის მოპოვება საზღვაო პლატფორმებზე შეაჩერა და პერსონალის ევაკუირება დაიწყო.

ხვალ შვიდი წელი გავა მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა „კატრინამ“ ახალი ორლეანი დაანგრია.  ფედერალურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ  კატასტროფული წყალდიდობის შემდეგ, რომელიც მაშინ ქარიშხალმა გამოიწვია, ქალაქის დამცველი ჯებირები მნიშვნელოვნად არის გამაგრებული და უნდა გაუძლოს სტიქიის შემოტევას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია