დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვირუსი, რომელიც საბანკო მონაცემებზე ნადირობს
2012/08/10 19:31:37

ვირუსი, რომელიც საბანკო მონაცემებზე ნადირობს

კომპიუტერული უსაფრთხოების ლიდერი კომპანიის „Kaspersky”-ის ლაბორატორიამ მსოფლიოსათვის საშიში, ახალი  კომპიუტერული ვირუსი "Gauss"-ი აღმოაჩინა. ახალი კიბერ მეთვალყურეობის ვირუსის მეშვეობით უკვე მოპარული იყო ახლო აღმოსავლეთში არსებული ათასობით საბანკო წევრის  პაროლი და ძირითადი მონაცემი.

„ Kaspersky“-ის წარმომადგენლების თქმით, ახალი ვირუსი, შესაძლოა, იმავე ლაბორატორიაში იყოს დამზადებული, სადაც ვირუსი Stuxnet, რომელსაც, „როიტერის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის ატომური პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის იყენებდნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ვაშინგტონმა უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, არის თუ არა Stuxnet მასთან კავშირში.

აღნიშნულ აღმოჩენასთან დაკავშირებით „Kaspersky“-იმ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. როგორც ირკვევა, ვირუსის გამოყენება 2011 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია