დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველმა სადამკვირვებლო დელეგაციამ წინასაარჩევნო დასკვნა გამოაქვეყნა
2012/07/02 12:39:39

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაცია 25 ივნისს ჩამოვიდა საქართველოში. მისი მიზანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა  შეუძლია. ასევე - გაეცა რეკომენდაციები, რომელიც  მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისთვის დიალოგს და კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს და აამაღლებს ამომრჩევლის ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავს.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა:  მმართველი გუნდის და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების  ლიდერებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მათ შორის - თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) თავმჯდომარესა და მოადგილეს, არჩევნებზე დამკვირვებელ და სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებსა და ეროვნული და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. დელეგაცია საქმიანობდა საქართველოს კანონმდებლობისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აღიარებული - არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების  პრინციპების შესახებ დეკლარაციის საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად.

დელეგაციის დასკვნაში რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდა, მითითებული იყო, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და მედიისთვის ე.წ. „must carry“-ის  ნორმების გათვალისწინებით, წინა არჩევნებთან შედარებით, 2012 წლის საარჩევნო პროცესი უფრო ფორმალიზებული და რეგულირებულია. აღნიშნული ინიციატივები ამავდროულად  წარმოადგენს გამოწვევას ინსტიტუტების კონპეტენციის და პროცესების მიმართ ნდობის ხანმოკლე დროში გაზრდის თვალსაზრისით.

დელეგაციის დაკვირვებებში მითითებულია: არჩევნების შეფასება არ შეიძლება მოხდეს კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.

არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხის შესაფასებლად მხედველობაში უნდა მივიღოთ წინასაარჩევნო პერიოდი, მათ შორის - არჩევნებისთვის მზადების პროცესი და პოლიტიკური გარემო. ნებისმიერი არჩევნების ზუსტი შეფასებისას საარჩევნო პროცესის ყველა ასპექტია მნიშვნელოვანი: 1. საარჩევნო კანონმდებლობა; 2. წინასაარჩევნო პერიოდი, როგორც კამპანიის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობისას; 3. კენჭისყრის პროცესი; 4. ხმის მიცემის პროცედურა; 5. შედეგების შეჯამება; 6. საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა; 7. ახალი ხელისუფლების ფორმირების პირობები.  

დელეგაციის დასკვნაში გამოეხმაურნენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასაც. NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას ცალსახად მხარს უჭერს. ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის აღდგენის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია. თუმცა იგი არსებული საკანონმდებლო ცვლილებით სარგებლობაზე დღემდე უარს აცხადებს. დელეგაცია ასევე შეეხო საკითხებს შემოწირულობების შესახებ, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ კონტორილის პალატამ მონაცემები გამოაქვეყნა.

„ყველაზე ცნობილ საქმეს სატელიტური თეფშების დარიგებით შემოწირულობასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დაჩქარებული პროცესი და ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის ოდენობა არაკეთილგონიერია. მეორე მხარე კი თვლის, რომ ბატონი  ივანიშვილი, დიდი რესურსის გამოყენებით, გამოწვევას უცხადებს ქვეყნის ინსტიტუტებსა და კანონებს და რომ კანონდარღვევა უნდა დაისაჯოს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ბევრმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო და კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის განმარტებისას სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხის გამო. საწყის ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადა მასზე დაკისრებული ჯარიმები, თუმცა მან უარი განაცხადა, გადაეხადა ბოლო, ყველაზე დიდი ოდენობის ჯარიმა.

მისი ქმედების პასუხად, ხელისუფლებამ დაიწყო ბატონი ივანიშვილის საკუთრებაში არსებული აქტივების დაყადაღება. ჯარიმები ასევე დაეკისრა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა მათი ოდენობა შედარებით მცირეა. ამჟამად სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მუშავდება სამსახურის საქმიანობის გამსაზღვრელი ახალი სახელმძღვანელო პრინციპები. ასევე სამსახური ცდილობს, უფრო პროქტიულად გაავრცელოს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ,“ - აღნიშნულია დელეგაციის დასკვნაში.

აქვე საუბარია მედიის უფლებების დაცვაზე არჩევნების პერიოდში და მათი მუშაობის თავისუფლებაზე.

დასკვნის მიხედვით, დოკუმენტები მოითხოვს დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას და კრძალავს პარტიების მიერ ასეთი ორგანიზაციების დაფინანსებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია