დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კითხვები და პასუხები ნატოს შესახებ
2012/06/18 13:09:07

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კვირეულის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე ესაუბრა.

„ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი მეხუთე წელია მართავს შეხვედრებს საქართველოს ხვადასხვა ქალაქში. აქ შეკრებილ  საზოგადოებას საკმაოდ საინტერესო კითხვები ჰქონდათ ჩიკაგოს სამიტზე, ასევე - ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე. ჩვენ მათ დასმულ კითხვებს, შეძლებისდაგვარად, ამომწურავად ვპასუხობდით,“ - განაცხადა  ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ გოგოტიშვილმა. 

შეხვედრას სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიიღეს.

„ძალიან საინტერესოა ასეთი შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, ახლა უფრო ინფორმირებული  გავხდი,“ - ამბობს სტუდენტი ანა დოლიძე. 

მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იგეგმება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია