დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნატო“ ქუთაისში
2012/06/13 14:34:11

ნატოს კვირეულის ფარგლებსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე ესაუბრა.

„ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი, მეხუთე წელია, მართვას შეხვედრებს საქართველოს ხვადასხვა ქალაქებში. აქ შეკრებილ  საზოგადოებას საკმაოდ საინტერესო კითხვები ჰქონდა ჩიკაგოს სამიტზე, ასევე ნატოში საქართველის ინტეგრაციაზე, ჩვენ მათ დასმულ კითხვებს შეძლებისდაგვარდ ამომწურავად ვპასუხობდით,“ – განაცხადა  ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ გოგოტიშვილმა.

შეხვედრას წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიიღეს.

„ძალიან საინტერესოა მსგვასი ტიპის შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს  შესახებ  ბევრი რამ ვიცოდი, ახლა უფრო ინფორმირებული  გავხდი,“ – ამბობს სტუდენტი ანა დოლიძე.

მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იგეგმება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2268
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია