დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აშშ-ს პრეზიდენტობის გამოკვეთილი კანდიდატი - მიტ რომნი
2012/01/16 12:55:15

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება სერიოზულად დაიწყეს. თეთრი სახლისთვის ბრძოლაში. ორი პრაიმერის შემდეგ, „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ლიდერი იკვეთება. მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი და პრეზიდენტობის ყველაზე მდიდარი კანდიდატი, აიოვასა და ნიუჰემფშირის მოსახლეობის ფავორიტია. ტელეკომპანია ABC News-მა გაზეთ The Washington Post-თან ერთად ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ობამას რეიტინგით რესპუბლიკელი მიტ რომნი უსწრებს.

 

 

როგორც მოსალოდნელი იყო, აიოვას შტატის მსგავსად, მიტ რომნიმ მეორედაც გაიმარჯვა. დიდი ალბათობით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, სწორედ რომნი გახდება, მან ხმების 39% მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ტეხასელი კონგრესმენი რომ პოლი - 23%-ით, მესამეზე - ჩინეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ჰანტსმენი.

საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება. მოქმედი პრეზიდენტი - ბარაკ ობამა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იქნება.

რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატის გამოვლენას გააგრძელებს 21 იანვრის პრაიმერში, უკვე სამხრეთ კაროლინაში. თანამდებობაზე მუშაობის დაწყების შემდეგ მიტ რომნი „გადატვირთვის“ პოლიტიკის გადატვირთვას აპირებს და მისი სტრატეგია (რუსეთის აგრესიული რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები მას არ უხსენებია). ქმედებების შეკავებისკენ იქნება მიმართული. „ზოგიერთმა შეიძლება არც თუ უსაფუძვლოდ, განაცხადოს, რომ რუსეთის გარშემო ანტისარაკეტო ფარის შექმნა აშშ-სთვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე სატრანსპორტო დერეფანი იმ სამხედრო მოქმედებების თეატრისკენ, რომლის ბედიც უკვე გადაწყვეტილია. თუ კი აშშ-ს თავისი ჯარი 2014 წელს ყველა შემთხვევაში გამოჰყავს, უდავოა, რომ სამხედრო მრჩევლები მის გადარწმუნებას შეეცდებიან, რადგან ეს ნაბიჯი ჩრდილოეთის მარშრუტის ფუნქციონირებას საფრთხეს შეუქმნის.“ - განაცხადა მიტ რომნიმ.

არიზონას შტატის „რესპუბლიკელი“ სენატორი და აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 2012 წლის არჩევნებზე მასაჩუსეტსის შტატის ექს-გუბერნატორის, მიტ რომნის კანდიდატურას ემხრობა.

 

მოამზადა ხატია გორგოძემ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია