საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დიდი მიგრაცია
2011/10/24 12:25:49

რატომ ვერ ბედავენ შინ დაბრუნებას ემიგრანტები?

- ბებია, მე რამხელა ვიქ­ნები, დე­დი­კო რომ ჩა­მო­ვა? 

- დი­დი, ბებო, დი­დი.

- მა­ინც, აი, ამხელა ვიქ­ნებიი?! - ხელი ას­წი­ა ბავ­შვმა, ჰაერ­ში ახტა, რაც კი შე­ეძ­ლო, - იმხელა ვიქ­ნები?

ბებიას არც შეუხედავს და ისე უპა­სუხა თვალ­ცრემ­ლი­ან­მა:

- ხო, ბებო, მაგხელა იქ­ნები.

შეკ­რებილ­მა ადა­მი­ა­ნებმა  დაძ­რულ ავ­ტბუსს და­უქ­ნიეს ხელი, იქ­დან ყვე­ლა  თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი იყურებოდა.

ავ­ტობუსს მეც გა­ვაყოლე თვა­ლი, უკან საბერ­ძნე­თი ეწე­რა.

 

ამ ფაქტს რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ვეს­წა­რი და და­ვინ­ტე­რეს­დი, გა­მე­გო, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი  მი­დის  სა­ქარ­თვე­ლო­დან ყოველ­დღე ლე­გა­ლუ­რად თუ არა­ლე­გა­ლუ­რად, თუმ­ცა ჩვე­ნი ემიგ­რან­ტების 80% ხომ მა­ინც არა­ლე­გა­ლუ­რად მი­ემ­გზავ­რება და მათ, რა თქმა უნ­და, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ვერ აღ­წერს. თუმ­ცა ისი­ნი მა­ინც დებენ რა­ღაც მო­ნა­ცე­მებს, ტყუი­ლია, თუ მარ­თა­ლი, თქვენ­ვე გან­საჯეთ!

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სახურის ვებგვერ­დზე გა­მოქ­ვეყნებული ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახმად, მიგ­რა­ცი­ის ტენ­დენ­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მებით, 2009 წელს და­დებითი იყო: „32 ათა­სით მე­ტი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და ქვეყანა­ში, ვიდ­რე გა­ვი­და“.

მა­თი­ვე მო­ნა­ცე­მებით, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობა 4,436 მი­ლი­ო­ნია.

განსხვა­ვებულ მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყნებს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტი, მა­თი დას­კვნის თა­ნახმად, 2010  წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიგ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებელი წი­ნა წელ­თან შე­და­რებით გა­ორ­მაგ­და და სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლად შე­ვი­და იმ ქვეყნების ათე­ულ­ში, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქეებიც ყვე­ლა­ზე ხში­რად ითხოვენ საზ­ღვარ­გა­რეთ თავ­შე­სა­ფარს. დას­კვნა­ში მი­თი­თებულია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზე­ა საზ­ღვარ­გა­რეთ სა­მუ­და­მოდ წას­ვლის მსურ­ველ­თა ზრდის ტემ­პით.

აქ­ვე არის აღ­ნიშ­ნუ­ლი ისიც, რომ საზ­ღვარ­გა­რეთ წამ­სვლელ­თა 65% (18 დან 30 წლამ­დე) ახალ­გაზ­რდაა. აღარ გვინ­და ამ­დე­ნი სტა­ტის­ტი­კა, არც ის გაბერი­ლი თუ და­პა­ტა­რა­ვებული ციფ­რები, რო­მელ­საც სხვა­დასხვა ორ­გა­ნი­ზა­ციები თავს გვახვე­ვენ. ფაქ­ტი ერ­თია, რომ ჩვე­ნი ემიგ­რან­ტები „ბევ­რნი არი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რნი... იმა­ზე მეტ­ნი, ვიდ­რე ოდეს­მე ყოფი­ლან...“ არ შე­იძ­ლება, ერ­თი ან­და­ზა არ გა­გახსენ­დეს: „პა­ტა­რა ქვაბში არ ჩან­და და დიდ­ში არ ეტე­ო­დაო“ აი, ასე­ა  ჩვე­ნი, ქარ­თვე­ლების საქ­მეც - სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი ვართ, თუმ­ცა მე­ეჭ­ვება, რომ არ­სებობდეს ქვეყანა, სა­დაც ქარ­თვე­ლი არ ცხოვ­რობდეს.  ყვე­ლა­ზე ხში­რად ქარ­თვე­ლებს რუ­სეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, საბერ­ძნეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, თურ­ქეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და თუნ­დაც  ამე­რი­კა­ში შეხვდებით. ცხადია, ისი­ნი ამ ქვეყნებში არა სა­მოგ­ზა­უ­როდ და  ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაობების   და­სათ­ვა­ლი­ე­რებლად, არა­მედ სა­მუ­შა­ოდ ჩა­დი­ან. მუ­შაობენ და აკე­თებენ  ყვე­ლა­ფერს, პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით რა­შიც კი ფულს შეს­თა­ვა­ზებენ, უვ­ლი­ან 100 წლამ­დე მოხუცებს, ცვლი­ან „პამ­პერ­სებს“, უვ­ლი­ან ბავ­შვებს, ხეხავენ უნი­ტა­ზებს, ც­ლი­ან ღა­მის ქოთ­ნებს... ალა­გებენ ოთახებს, ეზოებს, ქუ­ჩებს, აშე­ნებენ სახლებს და აკე­თებენ ყვე­ლა­ფერს, რა­შიც ფულს აი­ღებენ და შე­ძლებენ სა­კუ­თა­რი მრა­ვალ­სუ­ლი­ა­ნი ოჯახისათ­ვის, პუ­რის ფუ­ლის გაგ­ზავ­ნას. ცხოვ­რობენ წლები და მო­ნატ­რებას ტე­ლე­ფო­ნით საუბარ­ში იკ­ლა­ვენ, ოჯახთან  ყოვე­ლი მა­თი  საუბარი მთავ­რდება, სიტყვებით: „მა­ლე ჩა­მო­ვა­ალ!!!“ საზ­ღვარ­გა­რეთ  წას­ვლის მი­ზე­ზი ყვე­ლას სხვა­დასხვა აქვს, თუმ­ცა მი­ზა­ნი - ყვე­ლას ერ­თი: უკე­თე­სი ცხოვ­რების მოწყობა მათ­თვის საყვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნების­თვის, მო­ნობისა და დამ­ცი­რების ხარჯზე.

შე­ვე­ცა­დე, სხვა­დასხვა ქვეყანა­ში წა­სულ ემიგ­რან­ტებს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვეობით დავ­კავ­ში­რებოდი და უშუ­ა­ლოდ მათ­გან გა­მე­გო, თუ რო­გორ პი­რობებში არი­ან, უჭირთ თუ არა სამ­შობლოს, ახლობლებისა და ოჯახის გა­რე­შე და რო­დის აპი­რებენ სამ­შობლო­ში დაბრუ­ნებას.

„სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში სკო­ლის დამ­თავ­რების შემ­დეგ წა­მო­ვე­დი და უკ­ვე სა­მი წე­ლია აქ ვარ. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მი­ჭირს აქ ყოფ­ნა,მა­ინც აქ სჯობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდხანს ვე­ძებე სამ­სახური, თუმ­ცა - უშე­დე­გოდ. არ ვი­ცი, ახლა რა მდგო­მა­რეობაა მანდ, გა­ი­ოლ­და თუ არა უფ­რო ცხოვ­რება, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი მა­ინც ვერ ჩა­მო­ვალ,“ - გა­ნაცხადა გი­ორ­გი ვა­ჩიბერა­ძემ რუ­სე­თი­დან.

„საბერ­ძნეთ­ში უკ­ვე წლებია რაც ვარ, მოხუც ბერ­ძენ ქალბატონს ვუვ­ლი და   სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახს ისე ვარ­ჩენ. მანდ ჩე­მი ოჯახის არ­ცერ­თი წევ­რი არ მუ­შაობს და ჩემს ხელ­ფას­ზე არი­ან და­მო­კი­დებული. ვფიქ­რობ, რომ რა­ღაც  აუ­ცი­ლებლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს, რო­დემ­დე უნ­და ვიყოთ აქ?! ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან გვე­ნატ­რებიან და მა­ლე გვინ­და რომ  ჩა­მო­ვი­დეთ, მაგ­რამ მანდ რა ვქნათ?!  რო­გორც მეუბნებიან, ბევ­რი რამ  შე­იც­ვა­ლა და კარ­გია, მაგ­რამ შად­რევ­ნებისა და ყინუ­ლის მო­ედ­ნების ხიბლით ვერ დავბრუნ­დებით ჩვენ სახლებში,“ - აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან ასა­თი­ან­მა საბერ­ძნე­თი­დან.

„ერ­თი წე­ლი შე­მის­რულ­და ცო­ტა ხნის წინ, რაც იტა­ლი­ა­ში ვარ, ორ პა­ტა­რა  ბავშვს ვუვ­ლი და ისე ვარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს შვი­ლებს. მი­ჭირს,  ძა­ლი­ან მი­ჭირს აქ ყოფ­ნა, თუმ­ცა რა ვქნა?! მო­ნატ­რებას ტე­ლე­ფონ­ში საუბრით ვიკ­ლავ და ისევ ჩე­მი ოჯახისათ­ვის ვაძ­ლებინებ ჩემს თავს, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლი კი­დევ ვიყო აქ,“ - გვითხრა იტა­ლი­ი­დან მი­რან­და კერ­ძე­ვა­ძემ.

„ჩვენს ქვეყანას არ აქვს პო­ლი­ტი­კა იმი­სა, რომ მი­სი­ვე ქვეყნის შვი­ლები, რომ­ლებიც ოჯახების გა­მო­საკ­ვებად სხვა­დასხვა ქვეყანა­ში არი­ან გახიზ­ნუ­ლები, სამ­შობლო­ში დააბრუ­ნოს, კა­ნო­ნის თა­ნახმად, უცხოე­ლ ინ­ვეს­ტო­რს, რო­მე­ლიც  და­ა­საქ­მებს უცხო ქვეყნის მო­ქა­ლა­ქეებს,  სახელ­მწი­ფო ათა­ვი­სუფ­ლებს რი­გი გა­და­სახადებიდან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­სუხი ნა­თე­ლია, რა­ტომ და­ა­საქ­მებს უცხოე­ლი ინ­ვეს­ტო­რი ქარ­თველს, თუ სხვა ქვეყნის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­საქ­მების შემთხვე­ვა­ში, ბიუჯეტ­ში ნაკ­ლების შე­ტა­ნა მო­უ­წევს. ეს კა­ნო­ნი ჩვენ­მა ხელი­სუფ­ლებამ, ყოველ­გვა­რი ანა­ლი­ზი­სა  და კვლე­ვის გა­რე­შე, ბრი­ტა­ნუ­ლი კა­ნონ­მდებლობიდან გად­მო­ი­ღო. მე მივ­მარ­თავ ხელი­სუფ­ლებას: გა­ა­უქ­მონ ეს კა­ნო­ნი და  უცხოელ ინ­ვეს­ტორს და­ე­ვა­ლოს, და­ა­საქ­მოს ქარ­თვე­ლი მუ­შახელი და არა  ინ­დო­ე­ლი, ჩი­ნე­ლი თუ ეგ­ვიპ­ტე­ლი,“ - გა­ნაცხადა ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტების რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდო­მა­რემ და­ვით დვალ­მა.

რო­დის და რო­გორ შეძ­ლებს სახელ­მწი­ფო ამ ადა­მი­ა­ნების ქვეყანა­ში დაბრუ­ნებას? ან თუ შეძ­ლებს - რო­გორ? სიტყვი­ე­რი, თუ ცრუ და­პი­რებებით, ჩა­მოვ­ლენ კი ემიგ­რან­ტები შად­რევ­ნების, ცა­თამბრჯენების, გზებისა და მუდ­მი­ვი ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის ხიბლით?! დაბრუ­ნებულებს დახვდებათ კი აქ ის გა­რე­მო,  შინ დაბრუ­ნების გან­ცდას რომ შე­უქ­მნის და ახლობლების მო­ნახულების შემ­დეგ, აღარ გა­უჩ­ნდებათ უცხოეთ­ში დაბრუ­ნების სურ­ვი­ლი?

მე, პი­რა­დად, იქი­დან დაბრუ­ნებული ისე, რომ აქ ცხოვ­რება, ფი­ნან­სუ­რი პრობლე­მების გა­რე­შე გა­ეგ­რძე­ლებინოს, ჯერ არ მი­ნახავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია