დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არ მინდა საჩუქარი, მომიტანეთ თანხა საქართველოსთვის“
2011/10/10 12:31:47

2003 წლიდან ქუთაისს ყოველწლიურად სტუმრობენ გერმანიის ქალაქ ვადერნის საინიციატივო ჯგუფის წევრები, ცოლ-ქმარი გერჰარდ და კატარინა მიულერები. ისინი ქუთაისში ქართულ-გერმანულ ცენტრს პარტნიორობენ, აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით.

 

 

განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა ჰუმანიტარული მიმართულება. ისინი ეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილნი არიან. როგორც ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა მეგრელიშვილი გვიამბობს, „ისინი თავის თავზე იღებენ, საქველმოქმედო ჰუმანიტარული დახმარება გააკეთონ ჩვენი ქვეყნისთვის, კერძოდ, ქუთაისისთვის, ასევე თან ჩამოაქვთ თავიანთი მეგობრებისგან შეგროვილი თანხა. გადაუხდიათ იუბილე, სადაც სტუმრებისათვის განკუთვნილ მოსაწვევზე იყო წარწერა: „მე არ მინდა საჩუქარი, მომიტანეთ თანხა საქართველოსთვის“, შემდეგ ეს თანხა აქეთ გამოგზავნეს. მიულერები მათი მეგობრების მიერ შეგროვილი თანხით, ადგილზე ყიდულობენ პროდუქტს, რომელიც შემდეგ ნაწილდება ჩვენს ქალაქში მცხოვრებ სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებზე, ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს ქართულ-გერმანული ცენტრი, აქ ხდება ამ პროდუქტების მოზიდვა. სიას გვაწვდის ქალაქის ხელმძღვანელობა, დაახლოებით 180 ოჯახმა მიიღო ეს დახმარება.“

ქალბატონი ნანას თქმით, 2003 წლიდან დღემდე მათ ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს 200 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა და სხვადასხვა ინვენტარი გადასცეს, დახმარება გაუწიეს მოხუცთა სახლს, ასევე ინვალიდებს გადაეცათ ეტლები და როლატორები.

ქალაქში მცხოვრებ ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებს დაურიგდათ გერმანელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი საყოფაცხოვრებო ნივთები,საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, ავეჯი, მოხუცებს გადაეცათ სათვალეები, ხელჯოხები, საქსოვი ძაფები და სხვა. ვადერნიდან ჩამოსული ჰუმანიტარული ტვირთი დაურიგდათ ქუთაისის მადლიერების სახლის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, თერჯოლის სათნოების სახლის მცხოვრებლებს, ბროწეულას სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებს. ქართულ-გერმანულ ცენტრთან ერთად, გერმანელმა მეგობრებმა გორიდან, ცხინვალიდან და ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასაც გაუწიეს დახმარება თეთრეულით და სხვადასხვა პროდუქტით.

„დაახლოებით ოცდაათი ოჯახისათვის ისინი გერმანიაში დაეძებენ მეურვეებს, რომლებიც გაჭირვებულ ადამიანებს ყოველთვიურად უგზავნიან თვეში 25-30 ევროს. მალე ისევ ველოდებით ჰუმანიტარული დახმარების ჩამოსვლას ჩვენი მეგობრებისგან,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ნანა მეგრელიშვილმა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია