საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლობა აქტიურდება
2011/07/11 12:51:19

ივნისის თვეში, ქუთაისი, ნიუპორტის ასოციაციის ეგიდით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი ჭიჭინაძე, სპეციალური მიწვევით, ნიუპორტის უელსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. სტუმრობის პერიოდში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა: ნიუპორტის ახლადარჩეულ მერთან მარგარეტ კორნელიუსთან, უელსის პარლამენტის სპიკერ როზმარი ბატლერთან, გერმანიის ქალაქ ჰაიდელმანის მერთან და უელსის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან.

 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს პარტნიორულ-მეგობრული ურთიერთობები აქვს უელსის უნივერსიტეტთან.

„რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრებში, გახლავთ ნიუპორტის უელსის უნივერსიტეტის პროფესორების ინიციატივა - მათ მზადყოფნა გამოთქვეს იმისათვის, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოვიდნენ და შესაბამისი პროფილით ლექციები ჩაატარონ. ამასთან, ისინი მზად არიან თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ აქაურ პროფესორებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს. 2011 წლის სექტემბერი-ოქტომბრისათვის კი ჩამოვლენ უელსის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და ჩვენს პერსონალს ტრენინგებს ჩაუტარებენ. ასევე მოხდება, ერთობლივი მუშაობა ელექტრულ კატალოგებზე და ვგეგმავთ მათ ურთიერთგაცვლასაც“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას გიორგი ჭიჭინაძემ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია