დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განჯისა და ქუთაისის საქმიანი ურთიერთობის პროექტის პრეზენტაცია
2011/05/03 14:04:01

27 აპრილს „ადამიანის უფლებათა დაცვის სახლში“ პროექტის „კავკასიელები დემოკრატიისაკენ“ პრეზენტაცია გაიმართა, მისი მიზანია ქალაქ განჯასა და ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობის, მეგობრობის ჩამოყალიბება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა და გამოცდილებათა გაზიარება, ასევე იმერეთის რესურსების ჩართვა  ეროვნულ ეკონომიკაში, ურბანული განვითარების ეფექტურობისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისათვის. პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის პატრონაჟით განხორციელდა. 

 

 

ზაზა ხელაძე, იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის (ასა) ხელმძღვანელი: „ეს პროექტი მოიცავს ურთიერთობას კავკასიაში. სამთავრობოებმა რაღაც ვერ ააწყვეს კარგად საქმე კავკასიის ქვეყნებთან. ქუთაისიდან თქვენ გრძნობთ, რომ სომხეთთან, აზერბაიჯანთან არ არის სათანადო ურთიერთობა, თუმცა შესანიშნავი ურთიერთობა არის ნიუპორტთან. ჩვენ შევეცდებით, ეს ურთიერთობა გავაღრმავოთ. ჩვენი მოსაზრება შარშან გავუზიარეთ გერმანელებს, ძალიან მოეწონათ, თვითონ გააქტიურდნენ და დააფინანსეს ეს პროექტი, რომლის მიზანია, ურთიერთობა დავამყაროთ აზერბაიჯანის ერთ-ერთ, ჩვენს ძველ მეგობარ ქალაქთან - განჯასთან და იქ არსებულ არასამთავრობოებთან.“

აზერბაიჯანის მხარეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური რენესანსი“ წარმოადგენდა. აღნიშნული ორგანიზაციის მისიაა: ეკოლოგიური განათლების ამაღლების მეშვეობით ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი და გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გაუვნებელყოფლობას.

ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი თურქული კომპანია ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნამოხვან ჰესის“ მშენებლობას აპირებს, რომელიც თურქულ მხარეს 20 წლიანი იჯარით გადაეცემა და რომელშიც მილიარდიანი ინვესტიცია ჩაიდება. აღნიშნულმა ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, პროექტის ორგანიზატორები ჰესის მშენებლობაში გარკვეული სახის ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდიან, რათა გარემო პირობების გაუარესება არ მოხდეს.

საუბარი შეეხო ქუთაისში ძეგლების მონაცვლეობას. ზაზა ხელაძის შეკითხვამ: რატომ გადააქვთ ქუთაისში ძეგლები ღამით? - იქ მყოფი ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. უმცირესობაში დარჩენილმა უმრავლესობის წევრმა კახა ნემსიწვერიძემ კითხვის ავტორს საკითხის უადგილოდ დაყენებაში დასდო ბრალი. მისი თქმით: ის სხვა საკითხის განსახილველად იყო მოწვეული და  „ამ დროს არაადეკვატური კითხვით მიმართეს, რაც ყოვლად უადგილო იყო. შეკრებილი საზოგადოების ნაწილი დაეთანხმა დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანას მისივე სახელობის ქუჩაზე, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი ცვლილებები და, საერთოდ, ქალაქში მიმდინარე მშენებლობები არქიტექტორების უშუალო ჩარევით უნდა ხდებოდეს და უნდა არსებობდეს ქუთაისის გენერალური განაშენიანების გეგმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1972
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია