საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი სტუდენტები რუსეთის პოლიტიკურ კურსს აპროტესტებენ
2010/12/20 14:57:48

16 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით,   საპროტესტო   აქცია  მოეწყო.   სტუდენტებს    მხარს  უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უჭერდა.

ამ ერთჯერადი აქციით, სტუდენტები შეუერთდნენ რუსეთის ამიერკავკასიელ ხალხთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, რომელიც წინადღით ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტების მიერ გაკეთებული ლოზუნგის შინაარსი  ძირითადად,    ასეთი    იყო: „იმპერიალიზმს + ფაშიზმი = რუსეთს“, „არა - ძალადობას!“, „ძირს ფაშისტური იდეოლოგია“, „პუტინი = ჰიტლერს“ და ასე შემდეგ. ამ ლოზუნგებით სტუდენტებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია რუსეთის  არასწორი პოლიტიკური  კურსის მიმართ. სტუდენტური თვითმმართველობის აქტივისტებმა აქცია ქართულ პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერებით დაასრულეს.

 

ლანა ღიბრაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია